რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკში ფოსფორის ბომბები გამოიყენეს – დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკში ფოსფორის ბომბები გამოიყენეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები – ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 4 ადამიანი, რომელთაგან ორი ბავშვია. დაიჭრა 6 ადამიანი.

,,რუსები აგონიაში იყვნენ, სიღრმეში ვერ შეაღწიეს, ამიტომ დაიწყეს მძიმე იარაღის გამოყენება. ფოსფორის ბომბები ჩამოაგდეს. სამწუხაროდ, მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება ბევრად მეტი იყოს”, – აცხადებს სერგი გაიდაი.