ამერიკა მოლოდინშია…

ამერიკა საპრეზიდენტო არცევნების საბოლოო შედეგების მოლოდინშია, პრეზიდენტობისთვის 538 წევრიანი კოლეგიიდან მინიმუმ 270 ხმის მოპოვებაა საჭირო. მოქმედი პრეზიდენტი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებს ყველა იმ შტატში გაასაჩივრებს, სადაც ჯო ბაიდენმა მოიგო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამდენიმე საათია შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო მონაცემები არ შეცვლილა. ხმის დათვლის პროცესი გრძელდება ნევადაში, ჯორჯიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, პენსილვანიასა და ალასკაში. ამ ეტაპზე ჯო ბაიდენს 264-ი ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი 214.