ჩამოსვენების ხარჯები გაიღო სახელმწიფომ და გამოხატა პატივისცემა იმით, რომ სრულად უწევს ორგანიზებას მათ ღირსეულად გაცილებას ამ ქვეყნიდან – დავითულიანი უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე

მათი ჩამოსვენების ხარჯები გაიღო სახელმწიფომ და მათ მიმართ გამოხატა სახელმწიფომ პატივისცემა იმით, რომ სრულად უწევს ორგანიზებას მათ ღირსეულად გაცილებას ამ ქვეყნიდან – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

დავითულიანი ამბობს, რომ ხვალ და ზეგ თბილისში არ იქნება და “როცა ჩამოვა, აუცილებლად მივა”.

ცნობისთვის, ამ დრომდე უცნობია მიიღებს თუ არა სახელმწიფო, დაღუპულების ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის გადაწყვეტილებას.
დავით რატიანსა და გია ბერიაშვილს შაბათს დაკრძალავენ. ისინი მტერთან ბრძოლაში ირპენში, 17 მარტს დაიღუპნენ.