ოკუპირებული აფხაზეთი და რუსეთი – ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები

apsny.ru რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მალე რუსი და აფხაზი სამხედროების მონაწილეობით ერთობლივი ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩატარდება.

„შესაბამისი ძალებისა და საშუალებების მოზიდვით, გაერთიანებული დაჯგუფება შეიმუშავებს გეგმას, პოტენციური მოწინააღმდეგის თავდასხმის თავიდან ასაცილებლად – ეს იქნება ზღვიდან თუ სხვა ნებისმიერი შესაძლო მიმართულებებიდან დღის და ღამის რეჟიმში. მიმდინარე წელს დაგეგმილია, სულ 100-ზე მეტი სწავლება, როგორც რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ბაზებზე, ასევე ერთობლივი წვრთნები“, – ნათქვამია რუსული მე-7 სამხედრო ბაზის პრესსამსახურის განცხადებაში.

წყარო

http://apsny.ru/news/index.php?ID=30615