…და ხალხი? კარგი რა, მოგცლია ერთი! ვის ახსოვს და ვის აინტერესებს ხალხი!..

ჯონდი ბაღათურია

„ქართული დასი“

-მოვლენათა მსვლელობის ლოგიკა გვეუბნება, რომ გაბრაზებული ხალხი ქუჩაში გამოვარდება!

მანამდე კი ყველაფერი ასე გაგრძელდება, უცვლელად:
ხელისუფლება თავისი ევროატლანტიკური წარმატებებზე ილაპარაკებს და ეს ოპოზიციად დანიშნული ”ოპოზიცის ოპოზიცია” კი მეათე ხარისხოვან საკითხებზე იკინკლავებს, თანაც დრო და დრო, მეტი დამაჯერებლობისთვის თეატრალიზებულ ისტერიკებს მოაწყობენ, მაგალითად: ერთი დარბაზიდან გაიქცევა და მეორე ტრიბუნიდან, მენტორული ტონით ამ საქციელს დაუწუნებს …

და ხალხი ❓❗️
კარგი რა, მოგცლია ერთი ❗️❗️❗️
ვის ახსოვს და ვის აინტერესებს ხალხი ❓❗️

დღეს უკვე შემხვდა ქუჩაში ერთი ჩემი კოლეგა, დეპუტატი, “ევროპასთან ასოცირებული ქართველი,” მაძღარი და კმაყოფილი, გაცისკროვნებული სახით და უცებ მივხვდი, რომ ესენი ამ ბედნიერ გამომეტყველებას კარგა ხანს შეინარჩუნებენ …

ნუ მანამდე სანამ ქუჩაში გამოვარდნილი ხალხის გუგუნი არ გამოაფხიზლებს!