სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება ციხეში, საქართველოში ვერ ჩამოყალიბდება ის ეროვნული ერთობა, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ კარს მომდგარ გამოიწვევს გავუმკლავდეთ – გრიგოლ ვაშაძე

დამოუკიდებელი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეში იქნება, საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია არ დაწყნარდება.

ამასთან ვაშაძე აღნიშნავს, რომ უკრაინის ომი თავისი შედეგებით საქართველოზეც აისახება.

„სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება ციხეში, საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია ვერ დაწყნარდება და ვერ ჩამოყალიბდება ის ეროვნული ერთობა, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ კარს მომდგარ გამოიწვევს გავუმკლავდეთ. უკრაინის ომი პირდაპირ აისახება საქართველოზე, პოზიტიური და ნეგატიური შედეგებით. სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება საპყრობილეში, მორალური უფლება არ გვაქვს არავის მივიღოთ მონაწილეობა პოზიტიურ ძვრებში“, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.