ქუთაისის ბიუჯეტი ქალაქში არსებულ სახელმწიფო თეატრებს აღარ დააფინანსებს

ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტი ქალაქში არსებული სახელმწიფო თეატრების დაფინანსებას ვეღარ შეძლებს. როგორც ცნობილია მათთვის საჭირო ფინანსებს კულტურის სამინისტრო ბიუჯეტიდან გაიღებს. ინფორმაცია ამის შესახებ geomediatv.ge -მ ექსკლუზიურად მოიპოვა. კითხვაზე-აისახა თუ არა დადებითად აღნიშნული ფაქტი ქალაქში არსებული თეატრების მდგომარეობაზე, ირკვევა, რომ ქალაქში არსებული სახელმწიფო თეატრები, რომლებიც თვითმმართველობის ბალანსზე იყვნენ ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იგივე თანხებს მიიღებენ.

ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ადგილობრივი თვითმმართველობიდან 900 000 ლარით ფინანსდებოდა. თეატრი 2017 წლიდან ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იგივე თანხას მიიღებს.

თეატრების დაფინანსებაში შეტანილი ცვლილება არ შეხებია ნიღბების თეატრს, მისი დირექტორის, დავით ჯიშკარიანის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი მხოლოდ სახელმწიფო თეატრებს შეეხო და ისინი ამ სიაში არ მოხვდნენ.

გაიზრდება თუ არა სახელმწიფო თეატრების ბიუჯეტი ეს ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარის დატოვება