ჩვენს სახელმწიფოს საკმარისი საკვები ექნება, მაგრამ უკრაინიდან ექსპორტის ნაკლებობა ბევრ ხალხს დააზარალებს – რუსეთის ჯარები ნაღმავენ მინდვრებს, ანადგურებენ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ომმა მსოფლიოს ბევრ რეგიონში შესაძლოა შიმშილობა გამოიწვიოს.

,,წინ რეალური პრობლემებია. უკრაინა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვების ექსპორტიორი მსოფლიოში. ხორბალი, მცენარეული ზეთი, სიმინდი და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტები ჩვენი ქვეყნიდან არის მრავალი სახელმწიფოს სტაბილურობისა და შიდა უსაფრთხოების საფუძველი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.

,ჩვენს სახელმწიფოს ექნება საკმარისი საკვები, მაგრამ უკრაინიდან ექსპორტის ნაკლებობა ბევრ ხალხს დააზარალებს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავიცილოთ თავიდან სურსათის დეფიციტი. რუსეთისთვის სანქციების დაწესება მხოლოდ ერთ რამეს ისახავს მიზნად – რუსეთმა მშვიდობის ძიება უნდა დაიწყოს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.