რუსეთის მე-4 სატანკო დივიზიის მე-13 სატანკო პოლკის მეთაურმა თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა – უკრაინის დაზვერვა

რუსეთის მე-4 სატანკო დივიზიის მე-13 პოლკის მეთაურმა თავი მოიკლა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველო ავრცელებს.

დაზვერვის ცნობით, რუსმა მეთაურმა თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა. ჯერჯერობით სხვა დეტალები არ კონკრეტდება.