420 განადგურებული ოკუპანტი ერთ დღეში – უკრაინის გენშტაბი ახალ მონაცემებს აქვეყნებს

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 63 800 (+420) ჯარისკაცი დაკარგა.

უკრაინაში ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი 24 თებერვლიდან 13 ოქტომრამდე ასეთია: ტანკები – 2 511 (+6), ჯავშანტექნიკა – 5 167 (+17), საარტილერიო სისტემები – 1556 (+17), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 357 (+2), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 183 (+0), თვითმფრინავი – 268 (+0), ვერტმფრენები – 240 (+6), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1182 (+33), ფრთოსანი რაკეტები – 316 (+0), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 935 (+9), სპეციალური ტექნიკა – 140 (+0).

გასული დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ყველაზე დიდი დანაკარგი კრამატორსკის და კრივოიროგის მიმართულებით განიცადეს.