,,მარიუპოლში თავისუფლების ბოლო 11 კვადრატული კილომეტრი ჯოჯოხეთად გადაიქცა” – მარიუპოლის მერის მრჩეველი

თუ სადმე ჯოჯოხეთი არსებობს, ის „აზოვსტალშია“,- ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშენკომ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბლოკადაში მოქცეული ფოლადის ქარხანის ინტენსიური დაბომბვა გრძელდება.

„შეუჩერებელი დაბომბვა და თავდასხმა ხორციელდება „აზოვსტალზე“, ზოგიერთ რაიონში საომარი მოქმედებები უკვე ქარხნის გალავნის მიღმაა“,- განაცხადა ანდრიუშენკომ.

მისი თქმით, ქარხნის სიახლოვეს საცხოვრებელი არეალებიდან მოსახლეობამ ევაკუაცია თავად უნდა განახორციელოს.

„მარიუპოლში თავისუფლების ბოლო 11 კვადრატული კილომეტრი ჯოჯოხეთად გადაიქცა“,- განაცხადა მერის მრჩეველმა.