თუ ევროპელები უარს იტყვიან საწვავის რუბლში გადახდაზე, მაშინ რუსეთი დასავლეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს – დმიტრი პესკოვი

თუ ევროპელები უარს იტყვიან საწვავის რუბლში გადახდაზე, მაშინ რუსეთი დასავლეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს – ამის შესახებ კრემლის სპიკერმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოსკოვი არ აპირებს ევროპას გაზი უფასოდ მისცეს.

„გაზის მიწოდების პროცესი ძალიან, ძალიან რთულია, ეს არ არის მაღაზიაში გარკვეული საქონლის ყიდვა, როდესაც მაღაზიაში რაღაცას ყიდულობ და იხდი.

აბსოლუტური დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ვითარებაში, ევროპულ ფილანტროფიაში ჩართვა ძნელად შესაძლებელი და მიზანშეწონილია. მოსკოვი არ აპირებს ევროპას გაზი უფასოდ მისცეს,” – განაცხადა დმიტრი პესკოვმა.