საბრძოლო დავალება შესრულებულია, ქართველების ჯგუფს ერთი ნაკაწრი არ გვაქვს – ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც უკრაინაში მოხალისედ იმყოფება, წერს, რომ პირველი საბრძოლო დავალება წარმატებით არის შესრულებული.

ელისაშვილი დეტალებს არ ასაჯაროებს და ამბობს, რომ ყველა ქართველი მებრძოლი კარგად არის.

„პირველი საბრძოლო დავალება შესრულებულია! დეტალები ჯერ არ ითქმის, მაგრამ ოპერაცია წარმატებული იყო. ქართველების ჯგუფს ერთი ნაკაწრი არ გვაქვს, ოკუპანტებიდან კიდევ ბევრი გაუყვა საიქიოს გზას. მოკლედ ვიომეთ რამდენიმე დღე, დავბრუნდით და ხელახლა მოვიკრებთ ძალას. ბრძოლა გამარჯვებამდეა!სიკვდილი ოკუპანტებს! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!“, – წერს ,,ფეისბუკზე” ელისაშვილი.