Wall Street Journal – რუსი ოლიგარქი და საფეხბურთო კლუბ „ჩელსის” მფლობელი რომან აბრამოვიჩი მოწამლეს

Wall Street Journal – ის ცნობით რუსი ოლიგარქი და საფერხბურთო კლუბ ლონდონის „ჩელსის” მფლობელი რომან აბრამოვიჩი მოწამლეს.

„უოლ სტრიტ ჟურნალის” ინფორმაციით, აბრამოვიჩმა ჯერ კიდევ 1 თვის წინ, უკრაინელ მხარესთან მოლაპარაკებების დასაწყისში, იგრძნო მოწამვლის სიმპტომები.

კიევში, უკრაინის დედაქალაქში შეხვედრის შემდეგ, აბრამოვიჩს, რომელიც ასევე მოსკოვსა და  ლვოვში იმყოფებოდა მოლაპარაკებებზე,  ისევე როგორც უკრაინის დელეგაციის  ორ მაღალჩინოსანს, განუვითარდა სიმპტომები, როგორიცაა თვალების სიწითლე, მუდმივი და მტკივნეული ცრემლდენა, ასევე სახეზე და ხელებზე კანის აქერცვლა.

როგორც ცნობილია რუსი ოლიგარი უკრაინა – რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში იღებდა მონაწილეობას. ამათან უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ არ დაეწეებინა მისთვის პირადი სანქციები.

ამავე დროს, დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის სახალხო დეპუტატი რუსტემ უმეროვი, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის წევრი იყო, კიევში მოწამლეს.