,,მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება, ბოლომდე უნდა დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ” – რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი თურქეთში რუსეთ-უკრაინის დელეგაციების შორის მოლაპარაკებების პროცესს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება.

„ჩემი აზრი ასეთია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება. ვფიქრობ, ბოლომდე უნდა დავასრულოთ ის რაც დავიწყეთ, უნდა გავანადგუროთ „ნაცისტები“, „ბანდეროველები“ და ბოროტი ძალები. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადავწყვიტოთ რა უნდა გავაკეთოთ შემდეგში“, – წერს კადიროვი ტელეგრამზე.

შეგახსენებთ, თურქული მხარის ჩართულობით ქალაქ სტამბოლში რუსეთ-უკრაინის დელეგაციების პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს.