როდესაც ამ მთავრობის მოშორებაზე ვსაუბრობ, საუბარია ამის მიღწევაზე მასობრივი, არაძალადობრივი სახალხო გამოსვლებით – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არსებული მთავრობის მოშორებასა და პარლამენტში ოპოზიციის საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მესამე პრეზიდენტი წერს, რომ როცა მთავრობის შეცვლაზე საუბრობს, საუბარია ამის მასობრივი, არაძალადობრივი სახალხო პროტესტით მიღწევაზე.

,,როდესაც მე ამ მთავრობის მოშორებაზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, საუბარია ამის მიღწევაზე მასობრივი, არაძალადობრივი სახალხო გამოსვლებით და მთავრობის მხრიდან ძალადობის არდაშვებაზე.

ასევე, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვეულებრივ საქმიანობას პარლამენტში აზრი არ აქვს, ეს არ ნიშნავს პარლამენტის დატოვებას, არამედ ერთადერთი მთავარი საკითხით პარლამენტში ყოფნას – მოქმედი არალეგიტიმური მთავრობის გაშვებისთვის და ახალი გარდამავალი ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, რათა მან ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები. ჩვეულებრივ საპარლამენტო რუტინაში დარჩენა დღეს ოლიგარქის თამაშია და მეტი არაფერი”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.