რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ბუმერანგივით უბრუნდება დასავლეთს, როგორც ჩანს, ევროპაში რეცესია იწყება – მედვედევი

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უკვე მოჰყვა უარყოფითი შედეგები დასავლეთის ქვეყნებისთვის“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს (SB) თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო გლობალური ინფლაცია იზრდება.

„რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური“ სანქციების შემოღებიდან სულ რამდენიმე კვირაში, როგორც მოსალოდნელი იყო, აღმოჩნდა, რომ ის ბუმერანგივით უბრუნდება დასავლეთს.

გლობალური ინფლაცია იზრდება. როგორც ჩანს, ევროპაში რეცესია იწყება, რომელიც შეიძლება მთელ მსოფლიოში გავრცელდეს. საწვავის ფასები კოსმოსური სისწრაფით იზრდება“, – აცხადებს მედვედევი.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს მასშტაბური სანქციები დაუწესებს.