პესკოვი ოკუპირებულ ცხინვალზე: ჩვენ ამ კუთხით არანაირი სამართლებრივი ან სხვა ქმედება არ მოგვიმოქმედებია

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში რეფერენდუმთან დაკავშირებული იდეა „ხალხის აზრის გამოხატულებაა”.

პესკოვის თქმით,  „მოსკოვს ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი მოუქმედია”.

„არ შემიძლია არანაირი პოზიციის გამოხატვა. ჩვენ ამ კუთხით არანაირი სამართლებრივი ან სხვა ქმედება არ მოგვიმოქმედებია. მაგრამ ამავე დროს, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის აზრის გამოხატვაზე, ჩვენ მას პატივისცემით ვეპყრობით”, – ამბობს პესკოვი.

30 მარტს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება „რესპუბლიკის” სტრატეგიული მიზანია. აღნიშნულ საკითხზე ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ.