ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება. მუნიციპალიტეტს დღეს  ფართი უსასყიდლოდ გადაეცა.

პროექტზე ჰოლანდიური კომპანია იმუშავებს და მშენებლობა რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება. პროექტის განხორციელებას დაახლოებით 3 წელი დასჭირდება.

მუნიციპალიტეტს ტერიტორია ფონდმა “ქართუმ” უსასყიდლოდ გადასცა.

“პროექტზე მუშაობს ჰოლანდიური კომპანია, თითქმის დასრულებულია, მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ეტაპი. ხვალ გვექნება სრული პრეზენტაცია ამ პროექტთან დაკავშირებით და მომდევნო დღეების განმავლობაშ მოგაწვდით ინფორმაციას ზუსტ თარიღს, თუ როდის დაიწყება მშენებლობა,” – განაცხადა კახა კალაძემ.