,,ამჟამად ყველა მოღალატესთან გამკლავების დრო არ მაქვს, მაგრამ თანდათან ყველა დაისჯება” – ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 გენერალს ღალატისთვის სამხედრო წოდება ჩამოართვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორ გენერალს ღალატისთვის სამხედრო წოდება ჩამოართვა.

ესენი არიან: უკრაინის უშიშროების სამსახურის შიდა უსაფრთხოების მთავარი დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ანდრეი ნაუმოვი და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ხერსონის ოლქში, სერგეი კრივორუჩკო.

“ამჟამად ყველა მოღალატესთან გამკლავების დრო არ მაქვს, მაგრამ თანდათან ყველა დაისჯება”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.