რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური სრულად დატოვეს – ატომური ენერგიის სამინისტრო

რუსულმა ჯარებმა მთლიანად დატოვეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია. ინფორმაციას უკრაინის ატომური ენერგიის სამინისტრო ადასტურებს.

სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სადგურის თანამშრომლები აიძულეს, ხელი მოეწერათ „ოფიციალურ“ დოკუმენტებზე, თითქოს რუსეთის ფედერაცია ობიექტს 24 თებერვლიდან „იცავდა“.

გასვლისას რუსეთის ფედერაციის სამხედროებმა შენობა გაძარცვა, მოიპარეს აღჭურვილობა და სხვა ნივთები.

„დამპყრობლებმა სადგურზე არსებული კომპიუტერები, ჩაიდნები, ყავის მადუღარა, კონტეინერები მოიპარეს. ატომური ელექტროსადგურის გვერდით მდებარე სასტუმროც დაარბიეს – წაიღეს სამზარეულოს ჭურჭელი, ჩანგლები, კოვზები“, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა ევგენი კრამარენკომ.