სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პანამის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი “OYSTER” საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევისთვის დააკავეს.

გემის კაპიტნის მიმართ სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით დაიწყეს.

გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა – 20 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.