როდესაც გაიზრდება და ასაკი მოემატება, მიხვდება როგორი ცუდი სიტყვები თქვა ქართველების მიმართ – კახაძე ზელენსკიზე

როდესაც გაიზრდება და ასაკი მოემატება, მიხვდება როგორი ცუდი სიტყვები თქვა ქართველების მიმართ – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლადო კახაძემ უკრაინის პრეზიდენტ, ვლადიმერ ზელენსკიზე ,,ჯორჯიან თაიმსის” ეთერში განაცხადა.

,,ჩემთვის მიუღებელია. როდესაც ის გაიზრდება და ასაკი მოემატება, მერე მიხვდება როგორი ცუდი სიტყვები თქვა ქართველების მიმართ. ხელისუფალი ამ წუთას იმ მილიონ ადამიანთან ერთად, რომელსაც ხმა აქვს მიცემული, გადაგვიარა. ეს კიდევ ერთხელ, არ მინდა შეფასებით ნაწილში შევიდე, წამომცდა და ბოდიში მაყურებელს და ბოდიში უკრაინელებს” – აღნიშნავს კახაძე.