1 აპრილის აღნიშვნა ოკუპანტებმა სულელური ხუმრობებით გადაწყვიტეს – მათ დაიწყეს გაწვევა, რომელსაც, თითქოს, ტრადიციული ხასიათი აქვს, მაგრამ გაწვეულებს პირდაპირ ომში უშვებენ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთში წვევამდელებს იწვევენ ისე, თითქოს, ეს ტრადიციული ხასიათისაა, მაგრამ სინამდვილეში მათ პირდაპირ ომში აგზავნიან.

უკრაინის პრეზიდენტი ოკუპირებული ყირიმის მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაუშვან რუსული არმიის განლაგება ყირიმში.

,,1 აპრილის აღნიშვნა ოკუპანტებმა სულელური ხუმრობებით გადაწყვიტეს. ერთი რუს ხალხს ეხება – მათ დაიწყეს გაწვევა, რომელსაც, თითქოს, ტრადიციული ხასიათი აქვს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს უჩვეულოა. გაწვეულებს პირდაპირ ომში უშვებენ ჩვენი სახელმწიფოს წინააღდეგ. ეს გარანტირებული სიკვდილია ამ ახალგაზრდებისთვის მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკრაინელები არ არიან და ისინი წარმოადგენენ ჩვენდამი მტრულად განწყობილ სახელმწიფოს, მაინც უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ჩვენ არ გვჭირდება ამდენი დაღუპული ჩვენს მიწაზე.

რუსეთი ცდილობს, რომ არმია განალაგოს ოკუპირებულ ყირიმში, ეს ომის დანაშაულია. მინდა, მივმართო ყირიმელ ხალხს და ვუთხრა, რომ უნდა შეეწინააღმდეგონ ამას. არ შეასრულოთ ოკუპანტების დავალებები. მტერი ნელნელა უკან იხევს აღმოსავლეთით, მაგრამ ქალაქები საშინელ მდგომარეობაშია. გარდა ამისა, ისინი ნაღმავენ იმ ქალაქებს, საიდანაც გადიან. ჯერჯერობით შეუძლებელია რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ იქაც კი, სადაც წარმატება გვაქვს ჩვენ ყველა ძალას გამოვიყენებთ გამარჯვებისთვის, ახლა არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყველა გამოცდა ჩაბარებულია, წინ რთული ბრძოლები გველის”, – განაცხადა ზელენსკიმ.