„ქართულმა ოცნებამ“ უკრაინელებთან სადებატოდ თუ საკრიტიკოდ არასწორი დრო იპოვა – იაგო ხვიჩია

პოლიტიკური ჯგუფ „გირჩის“ დეპუტატის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინელებთან სადებატოდ თუ საკრიტიკოდ არასწორი დრო იპოვა.

როგორც ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სწორედ აქედან გამომდინარეობს პატარ-პატარა პრობლემები, რაც საქართველოს მოსახლეობაზე აისახება.

„რაც შეეხება მტკიცებულებების წარმოდგენას, ზოგადად, არ მჯერა, რომ რომ ასეთ რაღაცებს შემთხვევით ამბობენ. ამ განცხადებას შეიძლება პრევენციული ხასიათი ჰქონდეს, მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ რასაც ამბობენ, ის მართალია, დარწმუნებული ვარ, ამის მყარი და ნათელი მტკიცებულებები დაიდება. თუ ფაქტი არის, მისი მონაწილეები აუცილებლად გამოჩნდებიან უახლოეს მომავალში”, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.