არანაირი ნიშანი არ არსებობს იმის, რომ პუტინი ქცევას ცვლის, მზად უნდა ვიყოთ ხანგრძლივი ომისთვის – იენს სტოლტენბერგი

„ნატოს საგარეო მინისტერიალზე, დღეს და ხვალ ვისაუბრებთ რუსეთის ბრუტარულ ომზე უკრაინაში. ჩვენ ყველამ ვნახეთ შემაძრწუნებული კადრები ბუჩაში და უკრაინის სხვა ადგილებში. ეს არის პუტინის ომის რეალური სახე. ეს არის ომის დანაშაულები. ნატოს მოკავშირეები მხარს უჭერენ გამოძიებასა და ფაქტების შესწავლას, იმისთვის რომ დავრწმუნდეთ, დამნაშავეები დაისჯებიან,” – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა  ბრიუსელში მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა,

მისივე თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან „ისწავლეს გაკვეთილი”, რომ დაეხმარონ  ღირებულ პარტნიორებს.

„ჩვენ ახლა ომის კრიტიკულ ფაზაში ვართ. რუსეთს ჩრდილოეთით გადაჰყავს ჯარი იმისთვის, რომ შეიარაღება მისცეს და მეტად გააძლიეროს. პრეზიდენტ პუტინის მიზანია დონბასის სრულად ხელში ჩაგდება. არანაირი ნიშანი არ არსებობს იმის, რომ პუტინი ქცევას ცვლის. მზად უნდა ვიყოთ ხანგრძლივი ომისთვის. ჩვენ უნდა შევაკაოთ რუსეთი სანქციებით. შეხვედრაზე უნდა შემოგვიერთდეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, ის პირისპირ გაგვაცნობს მიმდინარე სიტუაციას,” – თქვა სტოლტენბერგმა.

როგორც მან აღნიშნა, პარტიონრებისადმი, მათ შორის საქართველოსადმი დახმარებების პარალელურად ნატოს კარი ღია რჩება.

„რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ვისწავლეთ გაკვეთილი, რომ დავეხმაროთ ჩვენს ღირებულ პარტნიორებს. ამის შესახებ ვისაუბრებთ დღეს და ხვალ, თუ როგორ როგორ გავაძლიეროთ ამ პარტნიორებისთვის დახმარება. ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთის წნეხის ქვეშ არიან. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს. დახმარებაში მოვიაზრებთ მუშაობის გაძლიერებას უსაფრთხოების, კიბერთავდასახმების კუთხით. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ნატოს კარი ღია რჩება,”- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ფორუმზე მიწვეულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. ეს ილია დარჩიაშვილისთვის ახალ პოზიციაზე პირველი საერთაშორისო ვიზიტია.