„პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი” თარ­ხან მო­უ­რა­ვისა და ირმა ინაშვილის მეთაურობით ოკუპანტებთან რუ­სეთ­ში შეხვედრებს მართავს

„სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი” და­ვით თარ­ხან მო­უ­რა­ვისა და ირმა ინაშვილის მეთაურობით ოკუპანტებთან რუ­სეთ­ში შეხვედრებს მართავს.  ინ­ფორ­მა­ცია 4 აპ­რილს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი საბ­ჭოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გამოქ­ვეყ­ნდა.

შეხვედრას რუსული ფედერალური საბჭოს მხრიდან საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჯაბანოვი და ამავე კომიტეტის კიდევ ერთი წევრი მიხეილ სინიცინი ესწრებოდნენ.

„ჩვენს ქვეყნებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში უამრავი ადამიანია, ვინც რუსეთთან კონტაქტების გაფართოების მომხრეა”.- ამბობს ჯაბანოვი.

„მხა­რე­ებ­მა რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ისა­უბ­რეს”, – წე­რია ფე­დე­რა­ლუ­რი საბ­ჭოს ვებგ­ვერ­დზე.

მათივე ცნობით, პარტია საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ნეიტრალიტეტის ერთგულია და საქართველოსა და რუსეთს შორის ორმხრივად მომგებიანი კავშირების შემდგომი შენარჩუნებისა და განვითარების მომხრეა.