„ყოველ რუსულ ერთ ტანკზე უკრაინას 10 ტანკსაწინააღმდეგო სისტემას მივაწვდით“ – აშშ-ს სახელმწიფო მდივანი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ყოველ ერთ რუსულ ტანკზე ამერიკა და მოკავშირე ქვეყნები უკრაინას 10 ტანკსაწინააღმდეგო სისტემას მიაწვდიან. მისი თქმით, ეს რაც შეიძლება მალე მოხდება. ამის შესახებ ბლინკენმა NBC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ყოველი რუსული ტანკის საწინააღმდეგოდ ჩვენ უკრაინას 10 ტანკსაწინააღმდეგო სისტემას მალე მივაწვდით. მათ აქვთ საჭირო იარაღი და ისინი განაგრძობენ ჩვენგან მიღებას. გვინდა, რომ ომის დასრულება მალე დავინახოთ, დასრულდეს სიკვდილი და დესტრუქცია, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს.

ასევე, არსებობს სავარაუდო სცენარი, რომ ეს გარკვეული პერიოდი გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა უკან დაიხიეს კიევიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან, ისინი აღმოსავლეთით დონბასში აძლიერებენ ძალებს. მათ ჯერ კიდევ ბევრი ძალა ჰყავთ. უკრაინელებს კი აქვთ რაღაც, რაც საბოლოოდ უფრო ძლიერია და ეს არის ძლიერი გამბედაობა და სურვილი დაიცვან თავიანთი ქვეყანა მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს მხარდაჭერით“, – განაცხადა ბლინკენმა.