ვახტანგ მეგრელიშვილი გიორგი რურუაზე: საქართველოში ვინც ვცხოვრობდით 90-იან წლებში, რაღაცები ვიცით, ჩვენ გვერდით ხდებოდა ეს ყველაფერი

არ ვიცნობ პირადად, მაგრამ ყველაფერი მსმენია რურუების ოჯახის შესახებ – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „ქრონიკაში“ გიორგი რურუაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ვინც ცხოვრობდა 90-იან წლებში, მათ გვერდით ხდებოდა ეს ყველაფერი.

„არ ვიცნობ პირადად, მაგრამ ყველაფერი მსმენია საერთოდ რურუების ოჯახის შესახებ. თავს ხომ არ მოვიტყუებთ. ყველამ, საქართველოში ვინც ვცხოვრობდით 90-იან წლებში, რაღაც-რაღაცები ვიცით, ჩვენ გვერდით ხდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არაფერ შუაში არ არის არაფერთან“ – აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

სასმართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში დამნაშავედ ცნო.