ირმა ინაშვილი ბუჩას ტრაგედიაზე – „როდესაც არის ომი, მას სიმძიმე ახლავს თან”

„როდესაც არის ომი, მას ყოველგვარი სიმძიმე ახლავს თან,” – ამის შესხაებ პრორუსული პარტიის „პატრიოტთა ალიანსის”  ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას „ისაუბრეთ თუ არა იმ სისასტიკეზე, რაც რუსი ოკუპანტების მხრიდან ყოველდღე ხდება უკრაინაში”.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დიალოგი და საუბარი არანაირად არ არის მოღალატეობა ეს არის შენი სამშობლოს დაცვა.

„საჭიროა ნეიტრალიტეტის პლატფორმის მხარდაჭერა, ჩვენ ეს მიგვაჩნია საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიად და სწორად. როდესაც არის ომი, მას ყოველგვარი სიმძიმე ახლავს თან. ომის სიმძიმე საუბედუროდ ყოველთვის მოსახლეობას ეხება. დიალოგი და საუბარი არანაირად არ არის მოღალატეობა ეს არის შენი სამშობლოს დაცვა,”- აცხადებს საქართველოს “პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი,”- აცხადებს საქართველოს “პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი.

ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი, რუსეთის ფედერალური საბჭოს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვლადიმირ ჯაბანოვს და ამავე კომიტეტის წევრს, მიხეილ სინიცინს შეხვდნენ.

შეხვედრის შესახებ განცხადება გაავრცელა რუსეთის ფედერალურმა საბჭომაც  გავრცელებული ფოტოები და ინფორმაცია 2022 წლის 4 აპრილით თარიღდება.