იაროსლავ კაჩინსკი – უნგრეთის პრემიერი როდესაც ამბობს, რომ არ უნახავს, რა მოხდა ბუჩაში, მას ოფთალმოლოგთან მისვლა სჭირდება

პოლონეთის პარტია „კანონი და სამართლიანობის“ ხელმძღვანელმა, იაროსლავ კაჩინსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ოფთალმოლოგთან მისვლა ურჩია.

„ორბანის ქცევის შეფასება ცალსახად უარყოფითია. როდესაც ის ამბობს, რომ არ უნახავს, თუ რა მოხდა ბუჩაში, მას ოფთალმოლოგთან მისვლა სჭირდება“, – განაცხადა კაჩინსკიმ.

კაჩინსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთი არ ითანამშრომლებს უნგრეთთან, თუ ორბანი არ შეცვლის პოზიციას უკრაინის ომთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, რასაც ორბანი აკეთებს, არის ის, რომ იმედოვნებს, შეასრულებს როლს ამ ომის დასრულებაში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის სრული ჩიხი“, – დაამატა კაჩინსკიმ.