„უკრაინელი პატიმრების შეწყალება ძალიან დასაფასებელი ნაბიჯია, მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი თხოვნის გათვალისწინებისთვის” – ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის თხოვნის გათვალისწინებითა და 9 აპრილთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უკრაინის მოქალაქეა 6 მსჯავრდებული შეიწყალა.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ეს ჰუმანური და ძალიან დასაფასებელია ნაბიჯია.

„მადლობა ქალბატონი პრეზიდენტს ჩემი თხოვნის გათვალისწინებისთვის და უკრაინელი პატიმრების შეწყალებისთვის. მე იმედი მქონდა, რომ ჩემი მიმართვისა და თხოვნის შემდეგ, პრეზიდენტი ამ ნაბიჯს გადადგამდა და მიიღებდა აბსოლუტურად სწორ გადაწყვეტილებას. ეს მართლაც დასაფასებელია. ამასთან დანარჩენი 9 პატიმრის გათავისუფლებასც მეტად ჰუმანური ჟესტია.

ასევე, ეს ყოველივე ძალიან  მნიშვნელოვანია ჩვენი და უკრაინელი ხალხის მეგობრობისთვის, თანადგომისთვის. ეს ერთგვარი პატივისცემის გამოხატვაც არის. უკრაინას ახლა ყველანაირად სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა, როგორც მორალურად ისე ფიზიკურადაც,” – აღნიშნავს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 15 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 7 ქალია. შეწყალებულთაგან 6 მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქეა.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 22 მარტს, უფლებადამცველი და პარტია ,,პროგრესული საქართველოს” ლიდერმა ალექსანდრე კობაიძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა თხოვნით, რომ შეეწყალებინა მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ციხეებში იხდიდნენ სასჯელს.

,,კარგი იქნება, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოძმე ერს და ჩვენც შევიწყალოთ უკრაინის მოქალაქეები, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ ახლა თავისუფლებისთვის ბრძოლა,” – აცხადებდა კობაიძე.