საქართველოში კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევაა

დღეის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 54 შემთხვევა გვაქვს.

ვებგვერდ Stopcov.ge-ზე მონაცემები რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 1 966 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 259 პაციენტი რჩება.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 3 არსებული პაციენტების კონტაქტებიდან არიან და ისინი მანამდე, თვითიზოლაციაში ან საკარანტინო სივრცეში იყვნენ. მარინა ეზუგბაია განმარტავს, რომ დანარჩენი ორი არის ახალი შემოტანილი შემთხვევა, რომლებიც მისივე ინფორმაციით, საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ საკარანტინო სივრცეში მოთავსდნენ:

“ხუთი ახალი შემთხვევიდან ორი თბილისის ინფექციურ საავადმყიოფოშია. ერთი პაციენტი ახალი წყაროდანაა, ევროპიდან. მეორე შემთხვევა კი უკვე არსებული პაციენტის ერთ-ერთი ჯგუფიდანაა და არის ბავშვი [0-დან 14 წლამდე]. მისი ზოგადი მდგომარეობა არ არის მძიმე. უკვე 5 ბავშვი გვყავს ჩვენს ცენტრში და ხუთივეს მდგომარეობა მართვას ექვემდებარება. დანარჩენი ახალი პაციენტები სხვა ცენტრებში არიან მოთავსებულები, მათგან ერთი არის კონტაქტი ჩვენთან მოთავსებული პაციენტებთან და ორი არის შემოტანილი შემთხვევა”.