,,ლიბერთი ბანკში” პენსიონერები აპრილის თვის პენსიას წინასწარ აიღებენ

,,ლიბერთი ბანკში” 70 წლის ადამიანები პენსიას წინასწარ აიღებენ , ამ საქმის დეტალები ხვალ იქნება განხილული.

მთავრობასთან შეთანხმებით ,,ლიბერთი ბანკი” 23 მარტიდან 100 მლნ ლარიან პროგრამას იწყებს – 70 და მეტი წლის ადამიანები აპრილის თვის პენსიას წინასწარ აიღებენ.

 

“ლიბერთი ბანკი” განცხადებას ავრცელებს :

“ამ ეტაპზე ეს პროგრამა შეეხება ყველაზე სარისკო ჯგუფში მოაზრებულ ადამიანებს, რომლებიც დღეს არიან 70 წლის და ზევით.

პროგრამის შესახებ დეტალებს, თუ როგორ მოხდება პენსიების ჩარიცხვა და თუ როგორ უნდა ისარგებლონ ჩარიცხული თანხებით 70 და მეტი წლის ადამიანებმა ისე რომ მაქსიმალურად შევამციროთ მათი ბანკში მოსვლის საჭიროება, ამის შესახებ დეტალები გახდება ცნობილი ორშაბათს, 23 მარტს.

ჩვენ გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას, პენსიების წინასწარ ჩარიცხვის თარიღის და ჩარიცხული თანხებით სარგებლობის წესების შესახებ.

ჩვენ ვიაზრებთ, და ძალიან კარგად გვესმის რომ ეს პროგრამა მარტივი განსახორციელებელი არ არის და საჭიროებს სრულიად მთელი საზოგადოების ჩართულობას ინფორმაციის მიტანაში და არა მარტო, იმ ადამიანებთან ვისაც ეს პროგრამა ეხება,” – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.