ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს საკუთარი თავი გადადო და მატერიალური მიმართულებით მისი შანტაჟი, ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ შეუძლებელია – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების” წევრი მამუკა მდინარაძე  აცხადებს, რომ ომი ამ ქვეყანაში არ იქნება და ხელისუფლება უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა.

ამასთან, იგი არ  გამორიცხავს გარკვეული ძალების მხრიდან ექსპრემიერ  ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კოორდინირებულ მოქმედებებს, თუმცა აცხადებს, რომ მსგავს შანტაჟს შედეგი არ ექნება:

„ვერსიას, იმის შესახებ რომ გარკვეულ კოორდინირებულ მოქმედებას აქვს ადგილი, არსებობის უფლება და გარკვეული ლეგიტიმაცია აქვს, მაგრამ თუ ეს ასეა და ამ ვერსიას თუ მივყვებით, ვინც ეს დაგეგმა, არ გაითვალისწინა ერთი მთავარი რამ, ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს საკუთარი თავი გადადო და მატერიალური მიმართულებით მისი შანტაჟი, ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ არის შეუძლებელი.

აქედან გამომდინარე თუ ვინმეს აინტერესებს, რომ სხვა მხრიდან მოუაროს ამ სიტუაციას, აქვს ამ ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობა და ასე შემდეგ, დაბეჯითებით, დარწმუნებით, გარანტირებულად ყველას შეიძლება ვუთხრათ, რომ ომი ამ ქვეყანაში არ იქნება და ხელისუფლება უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ამ პოლიტიკას, ჩვენს მოსაზრებას და ამ ჩვენ სურვილს ეთანხმება გაცილებით მეტი ადამიანი ამ ქვეყანაში, ვიდრე უშუალოდ ხელისუფლებას უჭერს მხარს. ადამიანები ამბობენ, რომ სახელისუფლებო პოლიტიკა ამ მიმართულებით არის სწორი,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.