სამების საკათედრო ტაძარში კვირის წირვას კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს

სამების საკათედრო ტაძარში კვირის წირვას კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს. მორწმუნეები ცდილობენ, ერთმანეთისგან რეკომენდებული დისტანცია დაიცვან.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს საპატრიარქოში გუშინ განაცხადეს, რომ წირვა-ლოცვა, ჩვეულებრივ, ყველა ტაძარში შესრულდება. მრევლს კი მოუწოდებენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებული რეკომენდაციის თანახმად, ერთმანეთისგან 1.5 – 2 მეტრის დისტანცია დაიცვან.

ზიარების წესის შეცვლას ეკლესია კვლავ არ განიხილავს.