საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 392 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 23 138 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 392 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 131 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.69%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 138 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 804 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 334 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 392 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 651 969-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.82% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.53%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 131 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 631 846-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 779 პირი ემსხვერპლა.