“ასე რამ დაგაბეჩავათ, ქართველებო???”

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში ჩინური კომპანიის თანამშრომლებმა რამდენიმე ქართველი სცემეს და ჭრილობები მიაყენეს. ამ ფაქტს ზვიად ტომარაძ ეხმიანება, წლების წინანდელ ამბავსაც იხსენებს და დღევანდელობასთან პარალელს ავლებს.

-“რამდენიმე წლის წინ მე და ჩემს ახლობელს რეგიონიდან (სპეციალურად არ ვასახელებ რეგიონს) ჩამოსულებმა შემოგვჩივლეს, იქაური გვარგადაკეთებული გამგებელი ქართველებს გვერჩის და პატრიარქთან შეგვახვედრეთ ხელისუფლებასთან გვიშუამდგომლოსო.

საპატრიარქოში სანამ პატრიაქრთან შევახვედრებდი, ვერ მოვითმინე და ამ ხალხს ვუთხარი, ქართველები არა ხართ? ასე რამ დაგაბეჩავათ, ერთი გვარგადაკეთებული ამდენ კაცს როგორ გერევათთქო? ვაწყენინე მაგრამ რომ არ მეთქვა არ შემეძლო…

დღეს გავიგე რომ ხარაგაულში ჩინელებს ქართველი მუშები არმატურებით უცემიათ!!! იგივეს გავიმეორებ, ასე რამ დაგაბეჩავათ, ქართველებო???

კომენტარის დატოვება