“მწყინს ძალიან ეს ამბავი, ძალიან ცუდად იწყებს ხელისუფლება!”

არჩილ გამზარდია

საზოგადოებასთან კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი

-“დამქირავებლები დაქირავებულებს ცემენ – აყენებენ ჭრილობებს, აზიანებენ ნაჯახით და ცივი იარაღებით; ლარი უშეღავათოდ ეცემა; პროდუქტები ყოველდღიურად ძვირდება და ა.შ. და ამის პარალელურად, ხელისუფლება დაკავებულია საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილებით.

არ ვიცი, რა ვთქვა.

არ შეიძლება, ბატონებო, ასე, არა… კონსულტაციები თანამდებობებისათვის კი არა , ნაცემ დაქირავებულებთან უნდა გარბოდეთ, ბოდიშებს უხდიდეთ და დახმარებას ცდილობდეთ… ფასების მატებასა და სხვა დანარჩენზე აღარაფერს ვამბობ.

მწყინს ძალიან ეს ამბავი, ძალიან ცუდად იწყებს ხელისუფლება”.

კომენტარის დატოვება