საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 61 პაციენტი გარდაიცვალა – გამოვლინდა ინფიცირების 4 058 ახალი შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 53 440 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 058 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 157 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.59%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 440 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 899 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 541 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 058 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 835 306-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.59%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.03%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 157 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 774 458.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 871 პირი ემსხვერპლა.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 26 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 293 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 221 ადამიანი.