ფაქტია, რომ 5 ივლისს სახელმწიფომ ჟურნალისტების დაცვა ვერ შეძლო – შალვა პაპუაშვილი

“ქართული ოცნების” დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ,,მედია ჩეკერთან” ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოება ისევეა დაცული, როგორც ნებისმიერი მოქალაქის, თუმცა ამავე დროს, აღიარებს, რომ 5 ივლისს სახელმწიფომ ისინი ვერ დაიცვა.

მისივე თქმით, ჟურნალისტები, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყანაში უსაფრთხო გარემო არ არის, “პროპაგანდის ნაწილი არიან”.

“სანამ მაგას ვიტყვით, უნდა ვთქვათ, ჟურნალისტი, რომელიც ამბობს, ქვეყანაში უსაფრთხო გარემო არ არისო, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, ხომ არ არის ეს ჟურნალისტი პროპაგანდის ნაწილი? შეიძლება, იმის თქმაც, უსაფრთხო გარემო არის თუ არა, პროპაგანდის ნაწილია. ახლა დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას, შეძლო თუ ვერა სახელმწიფომ ჟურნალისტების დაცვა 5 ივლისს? ფაქტია, რომ ვერ შეძლო. იმიტომ, რომ გვყავს დაშავებულები”, – თქვა პაპუაშვილმა.