“ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად არის ყველაფერი ჯანსაღის მტერი!!!”

ვატო შაქარიშვილი

მიუხედავად ჩემი მეგობრების რჩევისა (რომელთაც დიდ პატივს ვცემ) გუშინ მაინც მივედი აქციაზე, იმის სათქმელად რასაც ვგრძნობდი, დანამდვილებით ვგრძნობდი… როცა ოპერათსან ვიდექი და გულანთებული, სამართლიანად გაბრაზებული ხალხის ნაკადებს ვუყურებდი… ვგრძნობდი რომ ამ ადამინების ენერგიას აუცილებლად გამოიყენებდა ნაციონალური მოძრაობა და ქვეყანაში უბედურებას დაატრიალებდა! ამ სცენარში კი ყველაზე საუკეთესო მოკავშირეა გაკოტრებული, ნდობა დაკარგული, აგონიაში მყოფი ხელისუფლება! და სწორედ ამიტომ ქვეყანაში დატრიალებულ ამ საშინელ ღამეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას! ქვეყანაში რაც ხდება კარგი თუ ცუდი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას! უპასუხიმსებლო და არაადეკვატური იყო ქართული ოცნება!

გული მტკივა დღევანდელ ლევან ხაბეიშვილებზე… 26 მაისს ის წერდა ნაგავი გაიტანეს რუსთაველის გამზირიდანო დღეს, ქართული ოცნების მხარდამჭერები წერენ… არადა ნაგავი რომელიც მართლაც გასატანია რუსთაველის გამზირიდან და საერთოდ პოლიტიკური სივრციდან, ისინი უვნებელი არიან და დღეს ისევ ეცდებიან გადააჯდნენ ხალხის ჯანსაღ პროტესტს, ამ დროს კი ახალგაზრდა გოგო-ბიჭებმა თვალი დაკარგეს და დასახიჩრდნენ!!!

უდიდესი ადამიანური და პოლიტიკური სიმდაბლე მგონია ეხლა დარბევების სტრაეგიების შედარება და რეზინის ტყვიებიც კი სხვანაირიას პროპაგანდა სოც.ქსელში!

დღეს ორ დამნაშავე პოლიტიკურ ძალას ტყვეობაში ყავს ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი და ეს მოცემულობა დასანგრევია ამ ხალხთან ერთად! ამისთვის უნიკალური რეცეპტი მე არ ვიცი და ყველას, ვინც ერთნაირად ვფიქრობთ გთავაზობთ რომ ერთად დავსახოთ გზები!

ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად არის ყველაფერი ჯანსაღის მტერი!!!

შევიკრიბოთ, გავერთიანდეთ და ერთად აუცილებლად შევძლებთ!