Guardian – „საქართველოს პრორუსული მთავრობის გამო საქართველოსა და უკრაინას შორის კონფლიქტი დაიწყო და ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა”

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ირანულ კონტრაბანდულ იარაღს ერაყიდან იღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Guardian ავრცელებს.

როგორც Guardian იტყობინება, RPG-ები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ისევე როგორც ბრაზილიური დიზაინის სარაკეტო სისტემები, ერაყიდან რუსეთში გაიგზავნა, რადგან მოსკოვის სამხედრო აგრესია უკრაინაში ბოლო თვეში შედარებით შეფერხდა.

ირანული წარმოების Bavar 373 სარაკეტო სისტემა, რომელიც რუსული S-300-ის მსგავსია, მოსკოვს თეირანის ხელისუფლებამ საჩუქრად გადასცა.

იარაღით ვაჭრობის „ხვრელების” გამოყენება რუსეთის სტრატეგიის დრამატულ ცვლილებას მიანიშნებს, რადგან მოსკოვი იძულებულია დაეყრდნოს ირანს, მის სამხედრო მოკავშირეს სირიაში, უკრაინაში შეჭრის შედეგად გამოწვეული ახალი სანქციების ფონზე.

განვითარებულ მოვლენებს ასევე დიდი გავლენა აქვს იარაღის საერთაშორისო ტრეფიკინგის ბიზნესში ვაჭრობის მიმართულებასა და მოცულობაზე. ჯერჯერობით უკრაინაში ომს დასასრული არ უჩანს.

ერაყში აშშ-ისა და დასავლეთის ჯარები 2003 წლიდან, სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ იყო განლაგებული. აშშ-მა გაწვრთნა და მიაწოდა სხვადასხვა ტიპის იარაღი ერაყის არმიამა და სპეციალური ძალების ქვედანაყოფებს ბაღდადის მთავრობის დასაცავად ამბოხებისგან. ორი ათწლეულის შემდეგ, ქვეყანა იარაღებით არის სავსე.

მისი დიდი ნაწილი ლეგალურად გადავიდა ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური მილიციის ხელში, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აშშ-ის ყოფნას ქვეყანაში, მაგრამ 2016 წლიდან ისინი ოფიციალურად შეიყვანეს ერაყის შეიარაღებულ ძალებში, როგორც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილი.

„გარდიანის” ინფორამციით, RPG-ები  და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები ჰაშდ ალ შააბის, რომელიც შიიტური მილიციის მფარველობის ქვეშაა, 26 მარტს სალამჯას სასაზღვრო პუნქტით ირანში გადაიტანეს, სადაც ისინი ჩაიბარეს ირანელმა სამხედროებმა და რუსეთში ზღვით გადაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ მილიციის განყოფილების მეთაურმა თქვა , რომელიც აკონტროლებს საზღვრის კვეთას.

„ჩვენ არ გვაინტერესებს, სად მიდის მძიმე იარაღი [რადგან ის ამჟამად არ გვჭირდება]“, – თქვა ჰაშდ ალ შააბის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და დაამატა, რომ „რაც არ უნდა იყოს აშშ-ის საწინააღმდეგო, გვახარებს.”

სამმა სატვირთო ხომალდმა, რომელსაც შეუძლია გადაიტანოს ასეთი ტვირთი – ორი რუსეთის დროშით და ერთი ირანის დროშით – გადაკვეთა კასპიის ზღვა ირანის პორტ-ანზალიდან ასტრახანში, რუსეთის ქალაქ ვოლგის დელტაზე.

„რაც ახლა რუსებს სჭირდებათ უკრაინაში არის რაკეტები. ისინი ტრანსპორტირების უნარს მოითხოვს, რადგან ისინი მყიფე და ფეთქებადია, ”- თქვა იორუკ იშიკმა, სტამბოლში საზღვაო საკითხებში ექსპერტმა. მისივე თქმით, „ასევე არ ჩანს ისეთი აქტივობა, როგორიც შეიძლება გამოჩნდეს სატელიტური სურათებით, რადგან მათი ტრანსპორტირება შესაძლებელია დიდი ყუთებითა და რეგულარული გადაზიდვის კონტეინერებით“.

სხვა ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, ახალი სანქციების გათვალისწინებით რუსეთისთვის იარაღის მიცემასთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. თავის მხრივ ირანს, როგორც ამ პროცესის ნაწილს, სურს დარწმუნდეს, რომ რუსეთი არ დაკარგავს თავის ადგილს და პოზიციებს უკრაინის კონფლიქტში.

თუ პუტინის რეჟიმი დესტაბილიზაციას განიცდის, ეს დიდ გავლენას მოახდენს ირანზე, განსაკუთრებით სირიაში, სადაც დამასკო დამოკიდებულია რუსეთის საჰაერო მხარდაჭერაზე, ხოლო რუსეთი კოორდინაციას უწევს, რათა თავიდან აიცილოს პირდაპირი კონფლიქტი მათსა და ისრაელს შორის.

უკრაინაში 24 თებერვლის შეჭრის შემდეგ დასავლეთის ქვეყნების მიერ მოსკოვს დაწესებული ფართო ეკონომიკური სანქციები მოიცავდა აკრძალვას ორმაგი დანიშნულების საქონელზე – სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულების ნივთებზე – როგორიცაა მანქანების სათადარიგო ნაწილები და გარკვეული ტიპის ელექტრო და ოპტიკური მოწყობილობები, ასევე, ნივთები სამხედრო დანიშნულებით.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა მწარმოებლებმა ახალი შეზღუდვების შედეგად მძიმე ზიანი მიიღეს. უკრაინის მხარემ განაცხადა, რომ რუსეთის მთავარმა ჯავშანტექნიკის ქარხანამ, ისევე როგორც ტრაქტორების ქარხანამ, ამოიწურა ნაწილების დამზადების რესურსი ტანკების დასამზადებლად და მათ შესაკეთებლად.

ამასთან, რუსულმა ძალებმა დატოვეს კიევის მისადგომები და მისი რეგიონები. მოსალოდნელია, რომ ავიადარტყმები და საარტილერიო თავდასხმები გაგრძელდება ქალაქ ხარკოვსა და მიკოლაივზე, ასევე ალყაში მოქცეულ მარიუპოლზე.

Guardian წერს, რომ გასულ კვირას უკრაინის დაზვერვამ საქართველო რუსეთს სანქცირებული სამხედრო მასალის მიღებაში დაადანაშაულეს, რაც კიდევ ერთი პოტენციური ნიშანია კრემლის ახალი ძალისხმევის გაფართოებისა, გამოიყენოს საერთაშორისო კონტრაბანდის ქსელები უკრაინაში მისი კამპანიის დასახმარებლად.

ქართულმა სპეცსამსახურებმა მიიღეს ინსტრუქციები ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩაერიონ კონტრაბანდის არხებში „აღმოსავლეთ აზიიდან”, რომლებიც შექმნილია დასავლეთის ახალი სანქციების გვერდის ავლით, – ნათქვამია კიევის დაზვერვის დირექტორატის განცხადებაში.

გარდიანის” თანახმად, „ქართველმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინის პრეტენზიები უსაფუძვლოა, ხოლო ურთიერთობები ორ პოსტსაბჭოთა ერს (საქართველო და უკრაინა) შორის მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც კონფლიქტი დაიწყო საქართველოს პრორუსული მთავრობის გამო, როცა თბილისმა მოსკოვისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა”.

აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ რუსეთმა ჩინეთს სთხოვა სამხედრო იარაღი და დახმარება უკრაინის ოპერაციის მხარდასაჭერად.

„გარდიანი” Associated Press -ზე დაყრდნობით წერს,  რომ რუსეთის მოკავშირე სერბეთმა ჩინეთის საზენიტო სისტემის მიწოდებაზე ფარული ოპერაციით, თანხმობა განაცხადა.