საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 266 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 862 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 266 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 348 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.07%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 862 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 933 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 929 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 266 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 652 235.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.07%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.71% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.43%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 348 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 632 194.ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 781 პირი ემსხვერპლა.