,,ჭეშმარიტი ლიდერის ჭეშმარიტი სიტყვები” – ზელენსკი ბაიდენზე

,,ჭეშმარიტი ლიდერის ჭეშმარიტი სიტყვები” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი ამერიკის პრეზიდენტზე წერს.

ბაიდენმა  რუსეთის ქმედებებს გენოციდი უწოდა

,,ჭეშმარიტი ლიდერის ჭეშმარიტი სიტყვები. მოვლენებისთვის სახელების დარქმევა აუცილებელია ბოროტებასთან საბრძოლველად, მის აღსაკვეთად. ჩვენ მადლობელი ვართ აშშ-ს აქამდე გაწეული დახმარებისთვის და სასწრაფოდ გვჭირდება მეტი მძიმე იარაღი, რათა თავიდან ავიცილოთ რუსეთის შემდგომი სისასტიკე” – წერს ზელენსკი.