გერმანიის მმართველი პარტია – „ველით, რომ უკრაინის წარმომადგენლები დაიცავენ მინიმალურ დიპლომატიურ წეს-ჩვეულებებს და ზედმეტად არ ჩაერევიან ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში”

„ველით, რომ უკრაინის წარმომადგენლები დაიცავენ მინიმალურ დიპლომატიურ წეს-ჩვეულებებს და ზედმეტად არ ჩაერევიან ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში”, – ასე გამოეხმაურა  გერმანიის მმართველი პარტია უკრაინული მხარის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს უარი ეთქვა კიევში ჩასვლაზე და პრეზიდენტ ზელესკისთან შეხვედრაზე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, როლფ მუცენიჩის განცხადებით, ყველა დემოკრატიულმა პარტიამ დაიცვას ჩვენი სახელმწიფოს მეთაური გაუმართლებელი თავდასხმებისგან და უპასუხონ ამჟამინდელი პასუხისმგებლობის ფარგლებში.

„სულ რამდენიმე კვირის წინ ფედერალურ პრეზიდენტად ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დიდი უმრავლესობით აირჩიეს. ის უდავოდ არის საერთაშორისო დონეზე პატივსაცემი პოლიტიკოსი და ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენელი. წლების განმავლობაში იგი წარმოადგენდა გერმანიის ინტერესებს სხვადასხვა ოფისებში და ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას. ამიტომ ველით, რომ ყველა დემოკრატიულმა პარტიამ დაიცვას ჩვენი სახელმწიფოს მეთაური გაუმართლებელი თავდასხმებისგან და უპასუხონ ამჟამინდელი პასუხისმგებლობის ფარგლებში.

უკრაინის განცხადება, რომ გერმანიის ვიზიტი ამ დროისთვის არასასურველია სამწუხაროა, და არ ამართლებს ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო და დიდი ხნის განმავლობაში დამყარებულ ურთიერთობებს. მიუხედავად ამისა, ვიზრუნებთ, რომ ამ პროცესმა საფრთხე არ შეუქმნას ჩვენს თანამშრომლობას. რუსეთის შემოჭრით უკრაინის ეგზისტენციალური საფრთხის გათვალისწინებით, ველით, რომ უკრაინის წარმომადგენლები დაიცავენ მინიმალურ დიპლომატიურ წეს-ჩვეულებებს და ზედმეტად არ ჩაერევიან ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში,” – ნათქვამია გერმანიის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებაში.