რევოლუციის დასაგეგმად აკერმანთან კონსულტაციები არ გვჭირდება – სალომე სამადაშვილი

„ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი „ ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმაურება.

მისი თქმით, ოპოზიციას რევოლუციის დასაგეგმად კონსულტაციები არ სჭირდება.

„ჩვენ რევოლუციის დასაგეგმად აკერმანთან კონსულტაციები არ გვჭირდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ექსპერტიზა და გამოცდილება არსებობს საქართველოში, იქით შეუძლიათ კონსულტაცია ჩაუტაროს ბევრმა ადამიანმა ამასთან დაკავშირებით. ცოტა კომიკურია ეს ყველაფერი,”-აცხადებს სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, 12 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა: „გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიქირავეს უცხოელი ტრენერი, რომ მოამზადონ საქართველოში სიტუაცია, რათა მოხდეს ხელისუფლების დამხობა“.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ,ნაციონალურ მოძრაობამ” რეგიონში არსებული კონფლიქტის დროს გადაწყვიტა შეკრების ჩატარება და რევოლუციური სცენარის დაჩქარება, რისი განხორციელების საშუალებას მმართველი გუნდი არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მისცემს”.