რჩება შთაბეჭდილება, რომ ბევრს ხელისუფლებაში და ოპოზიციაშიც, დაავიწყდა, რაზეა საუბარი, გენოციდია ჩადენილი და სამძიმარზე წასვლაზეა საუბარი – ანა ნაცვლიშვილი

მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბევრს ხელისუფლებაში და ოპოზიციაშიც, დაავიწყდა, რაზეა საუბარი, გენოციდია ჩადენილი და სამძიმარზე წასვლაზეა საუბარი, – ასე პასუხობს ,,ლელოს” დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი კითხვას, როგორი იქნება მისი პოზიცია, თუკი ყველა პოლიტიკური ჯგუფი არ იქნება წარმოდგენილი დელეგაციაში, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობით.

კითხვაზე, ოპოზიციიდან ვის მიემართება მისი კრიტიკა, ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ,,ადამიანებს დაავიწყდათ რაზე ვსაუბრობთ და საკუთარი თავისკენ უნდათ კამერების შეტრიალება”.

„ეს სამყარო მხოლოდ ჩვენს გარშემო არ ტრიალებს, ამიტომ ცოტა საკუთარ როლს თუ უფრო რეალისტურად შეხედავენ ადამიანები და გაახსენდებათ ის უმძიმესი მოვლენები და შინაარსი, რის გამოც ვსაუბრობთ ბუჩაში ჩასვლაზე, ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.