რომან აბრამოვიჩს ჯერსის ხელისუფლებამ  7 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები გაუყინა

Bloomberg – ის ინფორმაციით, სანქცირებულ რუს ოლიგარქს, საფერხბურთო კლუბ „ჩელსის” მფლობელს რომან აბრამოვიჩს ჯერსის ხელისუფლებამ  7 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები გაუყინა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადების მიხედვით, აქტივების გაყინვის ბრძანება ჯერსის სამეფო სასამართლომ გასცა. ამასთან, პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა იმ შენობაში, რომელიც შესაძლოა აბრამოვიჩდან იყოს დაკავშირებული.

აბრამოვიჩს სანქციები ევროკავშირმა და დიდი ბრიტანეთმა, როგორც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებულ პირს გასულ თვეში დაუწესა. ასევე მას აეკრძალა „ჩელსის” გაყიდვაც, ხოლო მომავალი კი გაურკვეველია.

ინგლისის არხის კუნძულების ნაწილი, ჯერსი თვითმმართველი, ბრიტანეთის გვირგვინზე დამოკიდებული კუნძულია, რომელიც საფრანგეთიდან 14 მილით არის დაშორებული და თავდაცვისთვის ბრიტანეთს ეყრდნობა. ჯერსის სამართლის ოფიცერთა დეპარტამენტმა თქვა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით კომენტარს ამჟამად ვერ გააკეთებს.

ბოლო მონაცემებით, რომან აბრამოვიჩი  13 მილიარდ დოლარს ფლობდა.