სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურად ძალიან ,,დაივარცხნა”, სწორი აქცენტები აქვს დასმული – გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი „პალიტრას“ ეთერში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს და ამბობს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან „დაივარცხნა“.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტ ზურაბიშვილს თავისი პოლიტიკური პოზიციები კარგად აქვს გააზრებული.

„საერთოდ არ მჯერა, რომ იქ სერიოზული პრობლემებია. სალომე ზურაბიშვილს აქვს პოლიტიკურად კარგად გააზრებული პოზიციები, მრჩევლები ჰყავს კარგი თუ.  საერთოდ ძალიან „დაივარცხნა“ პოლიტიკურად ამ ბოლო პერიოდში. მას ძალიან სწორი აქცენტები აქვს დასმული.

ვერ დაგეთანხმებით, რომ ის განსაკუთრებით ლოიალობას იჩენს ხელისუფლებასთან. რა თქმა უნდა, უფრო პასიურია შედარებით, მაგრამ გუშინ როდესაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ ჩვენი დამსახურებაა განაცხადის გამოგზავნაო, სალომე ზურაბიშვილმა იმ დღეს ჩაატარა ბრიფინგი და თქვა, რომ ეს მისი დამსახურება არ არის.

ეს მისი მხრიდან დასმული სერიოზული აქცენტი იყო. ეს იყო ღარიბაშვილისთვის პასუხის გაცემა, რომ თურმე მისი დამსახურება ყოფილა“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.